სისტემა FMG დისტრიბუცია

FMG დისტრიბუცია წარმოადგენს სადისტრიბუციო ქსელის საინფორმაციო ბაზის შექმნის, აღრიცხვის, მართვის და ანალიზის პროგრამულ სისტემას.  გარდა სადისრიბიციო ქსელისა, სისტემა საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ და ვმართოთ საწყობები, თანხების შემოსავალ-გასავლები, გამოვთვალოთ გაყიდვების შედეგად მიღებული მოგება, ვაკონტროლოთ თანხის ბრუნვა სალაროში და ბანკიში და ა.შ.

სისტემა შეიქმნა 2007 წელს სისტემა RSF ბაზაზე, თუმცა მისი ფუნქციონალური მხარე მთლიანადაა გადამუშავებული და მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. სისტემა უკვე დანერგილია რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ში, თუმცა მისი წინამორბედი სისტემები (RSF და RSN) უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სადისტრიბუციო კომპანიებში. ამჟამად სისტემა დანერგილია 100-ზე მეტ კომპანიაში.

სისტემის პროგრამული კოდები შპს „ეფემჯი სოფტ“-ის საკუთრებაა, ამიტომ კომპანიის სპეციალისტების მიერ პრობლემას არ წარმოადგენს შემკვეთი კომპანიის სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

FMG დისტრიბუცია შექმნილია როგორც ქსელური პროგრამული სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე მომხმარებლის ერთდოულად მუშაობა ისე, რომ ეს არ აისახება სისტემის წარმადობაზე. სისტემა გათვლილია დიდი რაოდენობის ჩანაწერების დამუშავებაზე (არსებობს მუშა ვერსია, რომელშიც ჩანაწერების რაოდენობა აღემატება 3 მილიონს, ხოლო კლიენტების რაოდენობა 9 ათას ორგანიზაციას).

კომპანიის სპეციალისტების მიერ ასევე შექმნილია სპეციალური სისტემა „ჯიბის კომპიუტერებისთვის“ FMGMOBILE, რომელიცსაშუალებას გვაძლევს დისტრიბუტორის მიერ ამ კომპიუტერებში ობიექტებზევე იქნას შეტანილი ინფორმაცია გაყიდვების და გადახდების შესახებ და ისინი ავტომატურად მოხვდეს სისტემაში.

 ქვემოთ გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს

FMG დისტრიბუცია ძირითადად გათვლილია კომპანიის მენეჯერებისთვის

რათა მათ ოპერატიულადმიიღონ ყველა სახის სტატისტიკური ინფორმაცია

სწრაფად და მათთვის მისაღები ფორმითმაგალითადსულ რამდენიმე წამია საჭირორათა მივიღოთ

 შემდეგი სახის ინფორმაციები:

ინფორმაციის შეტანის უსაფრთხოება და კონტროლი:

იმის გამო, რომ სისტემა FMG დისტრიბუცია შექმნილიაროგორც ქსელური სისტემა, მასში გათვალისწინებულია ინფორმაციის უსაფრთხოების და კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. სისტემასთან სამუშაოდ საჭიროა შესაბამისი მომხმარებლის სახელის და პაროლის ცოდნა. თითოეულ მომხმარებელს გააჩნია მხოლოდ მისთვის გამოყოფილი უფლებები და შეზღუდვები. მაგალითად  მომხმარებელ User1-ს აქვს უფლება შეიტანოს და შეცვალოს მხოლოდ ბოლო 3 დღის ინფორმაცია გაყიდვების შესახებ, მხოლოდ დაათვალიეროს და ვერ შეცვალოს ინფორმაცია გადახდების შესახებ და საერთოდ ვერ ნახოს საწყობის ნაშთი და ფირმის მოგება. მომხმარებლების რეგისტრაცია ხდება სისტემიდან ადმინისტრატორის მიერ. ამასთან ნებისმიერი ჩანაწერის შეტანისას, სისტემაში ფიქსირდება, რომელმა მომხმარებელმა  შეიტანა ჩანაწერი და რა დროს.

სისტემაში მუშაობის სისწრაფე:

როგორც ზემოთ იყო ნახსენები, FMG დისტრიბუცია ოპტიმიზირებულია დიდი მასივების შესატანად და დასამუშავებლად. სპეციალურადაა დაწერილი ალგორითმები, რათა შეტანა და ინფორმაციის მიღება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მოსახერხებელი. სისტემაში არსებული პარამეტრები საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად მოვარგოთ სისტემა ოპერატორს და მენეჯერს. ოპერატორს შეუძლია არჩიოს მისთვის მისაღები შეტანის მეთოდი, პარამეტრებში დაიმახსოვროს ინფორმაცია რომელიცსურს ავტომატურად მოხვდესსისტემაში. სისტემაში გათვალისწინებულია 30პრაის ლისტის შექმნა, რათა გაყიდვების დროს ავტომატურად მიეთითოს კონკრეტული კლიენტისთვის გათვალისწინებული ფასი, შექმნილია სპეციალური შაბლონებით შეტანის საშუალება, რომელიცსაშუალებას გვაძლევს ერთი ოპერაციით გავაფორმოთ რამდენიმე პროდუქციის რეალიზაცია. მენეჯერს შეუძლია დაიმახსოვროს სამუშაო ფორმები რომლებსაც ის იყენებს (სისტემაში ფორმების რაოდენობა პრაქტიკულად შეუზღუდავია), რათა ადვილად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

კავშირი სხვა სისტემებთან:

სისტემაში გათვალისწინებულია ინფორმაციის გადატანა სხვა სისტემებში.  სისტემაში არსებული ყველა რეპორტი გადადის Excel-ში. ასევე შესაძლებელია Excel-დან პროგრამაში ინფორმაციის იმპორტი ძირითადი ფორმებისთვის (მაგალითად: პროდუქცის ჩამონათვალი, შესყიდვის ინვოისი და ა.შ.). რეპორტების უმეტესობაში შესაძლებელია სპეციალური შაბლონების დამზადება, რაც საშუალებას გვაძლევს მათ მივცეთ შესაბამისი ფორმა. ამასთან რეპორტების უმეტესობაში შესაძლებელია Excel-ის სტანდარტული ფუნქციის გამოყენება (sum, max, min, count). სისტემაში ასევე ჩადებულია საშუალება არსებული რეპორტები ავტომატურად გადააგზავნოს Email-ით თითოეული მომხმარებლისთვის. მაგალითად: ლოგისტიკის მენეჯერს, ფინანსურიგანყოფილების ყველა თანამშრომელს და ა.შ.

სისტემის მოდულები:

სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი მოდულებისგან:

  • ურთიერთობა მომწოდებლებთან. ამ მოდულში ხდება შესყიდვების აღრიცხვა, ანგარიშსწორება მომწოდებლებთან და მომწოდებლებისთვის პროდუქციის უკან დაბრუნება. აქვე ხდება შესყიდული პროდუქციის თვითღირებულების დათვლა. ეს ერთადერთი მრავალვალუტიანი მოდულია სისტემაში, სხვა ყველა მოდულში აღრიცხვა ხდება მხოლოდ ლარებში.
  • გაყიდვები. ამ მოდულში ხდება გაყიდვების აღრიცხვა, ანგარიშსწორება ორგანიზაციებთან და ორგანიზაციებიდან პროდუქციის უკან დაბრუნება.
  • სეილსმენების (დისტრიბუტორების) გატანა/შემოტანები. ამ მოდულში შედის ინფორმაცია დისტრიბუტორების მიერ გატანილი და დაბრუნებული პროდუქციის შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ნაშთი მანქანებზე.
  • საწყობში შემოსავალი/გასავალი/მოძრაობა. ამ მოდულში ხდება საწყობში ისეთი შემოსავალ/გასავლის აღრიცხვა, რომლის დროსაც არც კომპანიას და არც გარეშე პირს არ წარმოექმნება თანხობრივი ვალდებულებები. მაგალითად: საწყობში დანაკლისის ან ნამატის გასწორება, საჩუქრები, ჩამოწერები, ერთი საწყობიდან მეორეში გადატანა.
  • თანხების შემოსავალ/გასავლები/მოძრაობა. ამ მოდულში ხდება კომპანიაში შემოსული თანხების და ხარჯების აღრიცხვა, რაც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ფირმის შემოსავლები და ხარჯები და დავითვალოთ პროდუქციის თვითღირებულება.
  • გეგმები. ამ მოდულში შესაძლებელია რეალიზაციის გეგმების შეტანა როგორც დისტრიბუტორების, ასევე ქალაქების და რეგიონების მიხედვით და ამ გეგმების შესრულების კონტროლი.
  • შეკვეთები. ამ მოდულში აღირიცხება კომპანიაში შემოსული წინასწარი შეკვეთები, რომლების შემდგომში საჭიროებისდა მიხედვით გადავა გაყიდვებში.

რეპორტები:

სისტემაში არსებული რეპორტები, პირობითად შეიძლება დავყოთ 3 კატეგორიად

  • სტანდარტული რეპორტები,  როგორიცაა დებოტორულ/კრედიტორული დავალიანებების ფორმები მომწოდებლებთან და კლიენტებთან, რაოდენობრივი და თანხობრივი ნაშთები საწყობებში (სისტემაში გათვალისწინებულია რამდენიმე საწყობის არსებობა) და დისტრიბუტორების მანქანებზე,ასევე შესაძლებელია საწყობის ნაშთის კონტროლი შენახვის ვადების მიხედვით,მოგების დათვლა როგორც ჯამური და ცალკეული პროდუქციის, ისე ცალკეული ორგანიზაციების მიხედვით, დისტრიბუტორების მიერ გამომუშავებული თანხები, მათი ჯამური ვალი, ორგანიზაციებში ვიზიტების სიხშირე და ასევე რეალიზაციისა და დაბრუნებების შედარება.  
  • ბუალტრული რეპორტები, როგორიცაა სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, სასაქონლო ზედდებული, ანგარიშ-ფაქტურა, ჯამური ანგარიშ-ფაქტურა და ანგარიშ- ფაქტურების რეესტრი
  • დამატებითი ფორმები სტატისტიკისთვის, ამ ფორმების რაოდენობა პრაქტიკულად შეუზღუდავია, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გაყიდვები წლების და თვეების ჭრილში როგორც ორგანიზაციების ისე პროდუქციების (ან მათი კომბინაციის) მიხედვით, გაყივები კვირის დღეების ან წელიწადის კვირების მიხედვით, რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი და თანხობრივი ცვლილებების კონტროლი  მითითებულ პერიოდში და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია:

FMG დისტრიბუციის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ არაა აუცილებელი ყველა მოდულის  გამოყენება. შესაძლებელიაგამოყენებულ იქნეს მხოლოდ ის მოდული, რომელიც საჭიროა დამკვეთი კომპანიის სტრუქტურიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.