სისტემა SBS_Bonus

 

SBS_ Bonus წარმოადგენს მაღაზიათა ქსელის საინფორმაციო ბაზის შექმნის, აღრიცხვის, მართვის და ანალიზის პროგრამულ სისტემას.  სისტემა საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში შეიქმნას მყიდველის ისტორია, გათვალისწინებულია ფასდაკლების ბარათების გამოყენება და ბონუსების დარიცხვის მოქნილი ალგორითმები. გარდა გაყიდვებისა, სისტემა საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ და ვმართოთ საწყობები, თანხების შემოსავალ-გასავლები, გამოვთვალოთ გაყიდვების შედეგეგად მიღებული მოგება, ვაკონტროლოთ თანხის ბრუნვა სალარსა და ბანკში და ა.შ.

 

SBS_BONUS ძირითადად გათვლილია კომპანიის მენეჯერებისთვის, რათა მათ ოპერატიულად მიიღონ ყველა სახის სტატისტიკური ინფორმაცია სწრაფად და მათთვის მისაღები ფორმით. მაგალითად სულ რამდენიმე წამია საჭირო, რათა მივიღოთ შემდეგი სახის ინფორმაციები:

 

SBS_BONUS სისტემის პროგრამული კოდები შპს „SBS“-ის საკუთრებაა, ამიტომ კომპანიის სპეციალისტების მიერ პრობლემას არ წარმოადგენს შემკვეთი კომპანიის სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

SBS_BONUS შექმნილია როგორც ქსელური პროგრამული სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე მომხმარებლის ერთდოულად მუშაობა როგორც ლოკალურ ქსელში, ისე ინტერნეტის საშუალებით ისე, რომ ეს არ აისახება სისტემის წარმადობაზე.  სისტემა შედგება 2 პროგრამული მოდულისგან, „სერვერის“ და „კლიენტისგან“. „სერვერი“ გაკუთვნილია მენეჯერებისათვის და ადმინისტრატორისთვის, ხოლო „კლიენტი“ გამყიდველებისათვის მაღაზიაში. ადმინისტრატორს შეუძლია  პარამეტრების ცვლილების საშუალებით მართოს გამყიდველის პროგრამის ინტეფეისი და ოპერატორების უფლებები.

 

 

 ქვემოთ გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს

 

ინფორმაციის შეტანის უსაფრთხოება და კონტროლი

 

იმის გამო, რომ სისტემა SBS_BONUS შექმნილის როგორც ქსელური სისტემა, მასში გათვალისწინებულია ინფორმაციის უსაფრთხოების და კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. სისტემასთან სამუშაოდ საჭიროა შესაბამისი მომხმარებლის სახელის და პაროლის ცოდნა. თითოეულ მომხმარებელს გააჩნია მხოლოდ მისთვის გამოყოფილი უფლებები და შეზღუდვები. მაგალითად მომხმარებელ User1-ს აქვს უფლება შეიტანოს და შეცვალოს მხოლოდ ბოლო 3 დღის ინფორმაცია გაყიდვების შესახებ, მხოლოდ დაათვალიეროს და ვერ შეცვალოს ინფორმაცია გადახდების შესახებ და საერთოდ ვერ ნახოს საწყობის ნაშთი და ფირმის მოგება. მომხმარებლების რეგისტრაცია ხდება სისტემიდან ადმინისტრატორის მიერ.  ამასთან ნებისმიერი ჩანაწერის შეტანისას, სისტემაში ფიქსირდება, რომელმა მომხმარებელმა  შეიტანა ჩანაწერი და რა დროს.

 

ინფორმაციის კონტროლის და უსაფრთხოების მხრივ უფრო მკაცრი მოთხოვნებია „კლიენტის“ პროგრამისთვის. სისტემაში თავიდანვეა ჩადებული, რომ გამყიდველს მაქსიმუმ შეუძლია შეიტანოს გაყიდვები, შეცდომის შემთხვევაში გააუქმოს ის (მას შეუძლია მხოლოდ გაუქმება და არა წაშლა, გამყიდველის ყოველი მოქმედება ინახება ისტორიაში), შეიტანოს საკრედიტო ბარათით გადახდები, ნახოს გაყიდვების ისტორია, ნახოს კონკრეტული პროდუქციის ნაშთი როგორც თავის საწყობში, ასევე სხნა მაღაზიის საწყობში და ბონუსური სისტემის არსებობის შემთხვევაში გასცეს საჩუქრები თუ ადმინისტრატორმა დამატებით არ შეზღუდა ოპერატორი.

 

 

სისტემაში მუშაობის სისწრაფე და მოხერხებულობა

 

როგორც ზემოთ იყო ნახსენები, SBS_BONUS ოპტიმიზირებულია დიდი მასივების შესატანად და დასამუშავებლად. სპეციალურადაა დაწერილი ალგორითმები, რათა შეტანა და ინფორმაციის მიღება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მოსახერხებელი. სისტემაში არსებული პარამეტრები საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად მოვარგოთ სისტემა ოპერატორს და მენეჯერს. ოპერატორს შეუძლია არჩიოს მისთვის მისაღები შეტანის მეთოდი, პარამეტრებში დაიმახსოვროს ინფორმაცია რომელის სურს ავტომატურად ჩაჯდეს სისტემაში. სისტემაში გათვალისწინებულია 10 პრაის ლისტის შექმნა, რათა გაყიდვების დროს ავტომატურად მიეთითოს კონკრეტული კლიენტისთვის გათვალისწინებული ფასი. მენეჯერს შეუძლია დაიმახსოვროს სამუშაო ფორმები რომლებსაც ის იყენებს (სისტემაში ფორმების რაოდენობა პრაქტიკულად შეუზღუდავია), რათა ადვილად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

 

ბონუსების დარიცხვა

 

სისტემაში გამოყენებულია ბონუსების დაანგარიშების მოქნილი ალგორითმები. შესაძლებელია 3 ტიპის ბონუსების დაანგარიშება, ფასდაკლება გაყიდვებისას, ქულების და თანხის დაგროვება და შემდგომში მათი საჩუქრებით ან თანხით ანგარიშსწორება. სისტემის ადმინისტრატორს თვითონ შეუძლია განსაზღვროს, როგორც თანხის დიაპაზონი, ასევე დარიცხული ქულების ალგორითმი. მაგალითად თუ მყიდველმა ივაჭრა 0-100 ლარამდე ის არ მიიღებს ფასდაკლებას, 100-1000 ლარამდე ფასდაკლება შეადგენს 3% და ასე შემდეგ. გარდა აღიშნული ვარიანტებისა, სისტემში ასევე შესაძლებელია ჩაიდოს შემკვეთის მიერ შემოთავაზებული ალგორითმები და მათი მიხედვით მოხდეს ბონუსების დაანგარიშება.

 

კავშირი სხვა სისტემებთან:

 

სისტემაში გათვალისწინებულია ინფორმაციის გადატანა სხვა სისტემებში.  სისტემაში არსებული ყველა რეპორტი გადადის Excel-ში. ასევე შესაძლებელია Excel-დან პროგრამაში ინფორმაციის იმპორტი ძირითადი ფორმებისთვის (მაგალითად: პროდუქცის ჩამონათვალი, შესყიდვის ინვოისი და ა.შ.). რეპორტების უმეტესობაში შესაძლებელია სპეციალური შაბლონების დამზადება, რაც საშუალებას გვაძლევს მათ მივცეთ შესაბამისი ფორმა. ამასთან რეპორტების უმეტესობაში შესაძლებელია Excel-ის სტანდარტული ფუნქციის გამოყენება (sum, max, min, count). სისტემაში ასევე ჩადებულია საშუალება არსებული რეპორტები ავტომატურად გადააგზავნოს Email-ით თითოეული მომხმარებლისთვის წინასწარი შედგენილ პიროვნებებს. მაგალითად: ლოგისტიკის მენეჯერს, ფინანსურ განყოფილების ყველა თანამშრომელს და ა.შ.

 

სისტემის მოდულები:

 

სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი მოდულებისგან:

  • გაყიდვები. ამ მოდულში ხდება გაყიდვების აღრიცხვა და ბონუსების დაანგარიშება.
  • ურთიერთობა მომწოდებლებთან. ამ მოდულში ხდება შესყიდვების აღრიცხვა, ანგარიშსწორება მომწოდებლებთან და მომწოდებლებისთვის პროდუქციის უკან დაბრუნება. აქვე ხდება შესყიდული პროდუქციის თვითღირებულების დათვლა. ეს ერთადერთი მრავალვალუტიანი მოდულია სისტემაში, სხვა ყველა მოდულში აღრიცხვა ხდება მხოლოდ ლარებში.
  • საწყობში შემოსავალი/გასავალი/მოძრაობა. ამ მოდულში ხდება საწყობში ისეთი შემოსავალ/გასავლის აღრიცხვა, რომლის დროსაც არც კომპანიას და არც გარეშე პირს არ წარმოექმნება თანხობრივი ვალდებულებები. მაგალითად: საწყობში დანაკლისის ან ნამატის გასწორება, საჩუქრები, ჩამოწერები, ერთი საწყობიდან მეორეში გადატანა.
  • თანხების შემოსავალ/გასავლები/მოძრაობა. ამ მოდულში ხდება კომპანიაში შემოსული თანხების და ხარჯების აღრიცხვა, რაც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ფირმის შემოსავლები და ხარჯები და დავითვალოთ პროდუქციის თვითღირებულება.
  • საჩუქრების გაცემა. ამ მოდულში ხდება საჩუქრების გაცემა დაგროვილი ქულების ან თანხის მიხედვით.

 

 

რეპორტები:

 

სისტემაში არსებული რეპორტები, პირობითად შეიშლება დავყოთ 3 კატეგორიად

  • სტანდარტული რეპორტები,  როგორიცაა დებოტორულ/კრედიტორული დავალიანებების ფორმები მომწოდებლებთან, რაოდენობრივი და თანხობრივი ნაშთები მარაზიებში, მოგების დათვლა როგორც ჯამური და ცალკეული პროდუქციის, ისე ცალკეული მაღაზიების და ორგანიზაციების მიხედვით და სხვა
  • ბურალტრული რეპორტები, როგორიცაა სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, სასაქონლო ზედდებული, ანგარიშ-ფაქტურა
  • დამატებითი ფორმები სტატისტიკისთვის, ამ ფორმების რაოდენობა პრაქტიკულად შეუზღუდავია, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გაყიდვები წლების და თვეების ჭრილში როგორც ორგანიზაციების ისე პროდუქციების (ან მათი კომბინაციის) მიხედვით, გაყივები კვირის დღეების ან წელიწადის კვირების მიხედვით და ა.შ.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

SBS_BONUS სისტემის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ არაა აუცილებელი ყველა მოდულის გამოყენება. კომპანიის სტრუქტურიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შევიტანოთ და გამოვიყენოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად.